"განუკითხაობა, უსამართლობა,"... "უკნიდან გააპარეს პროკურორი "| მათე დევიძის პროცესზე ბრალდების დასკვნით სიტყვას ხმაური მოჰყვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, მათე დევიძის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც პროკურორი, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პოლიციამ "უკანა კარიდან გააპარა“.

"უკნიდან გააპარეს პროკურორი, რადგან იყო უტიფარი და ასეთი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც წარმოუდგენელი იყო. უკნიდან გააპარეს ეს გოგო, რომელიც თვალებში ვერ უყურებდა მათეს და გვიმტკიცებდა, რომ 19-ში თურმე, მშვიდობიანი დღე იყო, მაგ მშვიდობით იცხოვრე შენ"- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

პროკურორის სიტყვამ სხდომათა დარბაზში მყოფებისა და დევიძის ოჯახის წევრების გაღიზიანებაც გამოიწვია: "განუკითხაობა, მეტი რაღა უნდა მოხდეს, ხალხნო, უსამართლობა, ყველანაირად უსამართლობა "- თქვა პროცესიდან გამოსვლის შემდეგ, დევიძის ბებიამ. 

მათე დევიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: არქივიდან]
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი