როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი - მერიის პრეზენტაცია

გამოქვეყნდა:

დღეს "შერატონ მეტეხი პალასის“ ეზოში მმართველმა პარტიამ ცენტრალური პარკის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გამწვანებასა და ეკოლოგიაზე ისაუბრა და თქვა, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყანა ამ მხრივ მნიშვნელოვნად განვითარდა.

ამასთან, საჩუქრისთვის ქალაქის მერმა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახსაც გადაუხადა მადლობა. ყოფილი იპოდრომის განაშენიანების ხარჯებს, მერის თქმით, თავად ოლიგარქი დაფარავს.

"ბიძინა ივანიშვილის ხელწერაზე" ისაუბრა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომლის თქმითაც, "ქართული ოცნების“ მიერ არჩეული "ხალხზე ზრუნვის სტრატეგიის“ გამომსახველი არა მხოლოდ "ცენტრალური პარკი“, არამედ ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღები, დენდროლოგიური პარკი და მთაწმინდის პარკიცაა.

ქალაქის მერის თქმით, პარკი მულტიფუნქციური იქნება - 26 გამოყოფილი ზონით. მათ შორის იგეგმება ზიპლაინის, სკეიტ პარკისა და ამფითეატრის აშენებაც.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა იპოდრომი 19 ივნისს "ქართუს“ 20 მილიონ დოლარად მიყიდა, შემდგომ კი თბილისს უსასყიდლოდ გადასცა.

ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილმა იპოდრომის გაჩუქება მორიგი ფულის გათეთრებისა და ამ ფულით ამომრჩევლის მოსყიდვის ხერხად გამოიყენა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი