საჩუქარი, თუ ოლიგარქის მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი? - ივანიშვილი თბილისს იპოდრომს ჩუქნის

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი. ბიძინა ივანიშვილი თბილისს იპოდრომს ჩუქნის,სადაც როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, ცენტრალური პარკი უნდა გაშენდეს.

ოლიგარქის საჩუქარს ოპოზიციაში ამომრჩევლის ხმების მოსყიდვად აფასებენ. 

„ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა აქტივი, რომლისგანაც ის ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ნახულობდა. იპოდრომის თბილისის მერიაზე გაჩუქებით, ივანიშვილმა ნახა მორიგი ფინანსური სარგებელი. ესაა ფულის გათეთრება და ამ ფულით ამომრჩევლის მოსყიდვა“- ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

კახა კალაძე კი საჩუქრით კმაყოფილია და ამბობს, რომ „თბილისს დაუბრუნდება ფილტვები“.

„მერია აქამდე იქ ვერაფერს გააკეთებდა, რადგან ჩვენ არ ვართ დაკავებულნი კერძო ტერიტორიის დატაცებით, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. იპოდრომი გადმოეცა თბილისის მუნიციპალიტეტს, სადაც ფონდი „ქართუ“ თავის ხარჯებით, სრულიად უსასყიდლოდ, მერიისგან დამოუკიდებლად,  თვითონვე გააკეთებს რეკრეაცულ ზონას- ამბობს კალაძე.

კალაძის ინფორმაციით, პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს, მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი