მარნეულის ინციდენტისას დაშავებული "მთავარის" ჟურნალისტი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებული "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი, ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ჟურნალისტისგან ინციდენტის დეტალები გაარკვიეს და დაინტერესდნენ, სავარაუდოდ, რა შეიძლება გამხდარიყო თავდასხმის მიზეზი. უცხოელმა პარტნიორებმა, მარნეულის წინასაარჩევნო ვითარებაც გამოიკითხეს. 

კითხვები ეხებოდა ბოლნისისა და მარნეულის ინციდენტებს. მე მათ მოვუყევი, რა უძღვოდა წინ ფიზიკურ დაპირისპირებას. ეუთოს წარმომადგენლები გარდაბანსა და მარნეულზე ანგარიშსაც ამზადებენ და აინტერესებთ მმართველი ხელისუფლების გავლენა წინასაარჩევნო პროცესებზე, - ამბობს ჯეიჰუნ მუჰამედალი.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მარნეულში თავს დაეხსნენ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს; ინციდენტისას დაზიანდა არხის ტექნიკაც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი