შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი:
"წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული თ.ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ-" აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.