ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაცია იმართება

გამოქვეყნდა:

დღეს რომის პაპის ინაუგურაცია იმართება. ლეონ XIV-ე წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო წირვას ჩაატარებს, რომელსაც დაახლოებით 250 000 მომლოცველი დაესწრება.

წირვა ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება. პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხს მიესალმება და კარდინალების მსვლელობასთან ერთად, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შევა, სადაც ორ სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს - ოქროს „მეთევზის ბეჭედს" რომელსაც სახელი პირველი პაპის, წმინდა პეტრეს, მეთევზის პატივსაცემად ჰქვია. ბეჭედი  პაპობის დასაწყისსა და დასასრულს აღნიშნავს და როდესაც პაპი კვდება, მას უფროსი კარდინალი ანადგურებს

მეორე საჩუქარი კი ცხვრის მატყლის მანტიაა, რომელიც პაპის, როგორც მწყემსის როლს გამოხატავს.

ვატიკანში ჩავლენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებიც. არსებული ინფორმაციით, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. იტალიაში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და კანადის პრემიერი მარკ კარნი. ინაუგურაციას დაესწრებიან ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანეზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი