ზელენსკისა და ვენსის პირველი შეხვედრა ვატიკანში, თეთრ სახლში მომხდარი მწვავე დაპირისპირების შემდეგ

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ვატიკანში, პაპ ლეონ XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონიაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯ.დ. ვენსს შეხვდა. ესაა მათი პირველი კონტაქტი 28 თებერვალს, თეთრ სახლში მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ. 

გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, როგორ ართმევენ ერთმანეთს ხელს ზელენსკი და ვენსი.

დღეს ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაცია შედგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებიც. იტალიაში ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კანადის პრემიერი, არგენტინის პრეზიდენტი და სხვა პირველი პირები, მონარქები და პრემიერები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი