Time of Israel: ლიკვიდირებულია "ჰამასის" ლიდერი, მუჰამედ სინვარი

გამოქვეყნდა:

Time of Israel-ის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების სერიამ ღაზაში ჰამასის ფაქტობრივი მეთაური, მუჰამედ სინვარი იმსხვერპლა. მისი ცხედარი ხან იუნისის გვირაბში იპოვეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, მაგრამ ყველა მინიშნებით“ სინვარი ლიკვიდირებულია.

მუჰამედ სინვარი ღაზაში ჰამასის ყოფილი ლიდერის, იაჰია სინვარის უმცროსი ძმა იყო, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული წლის ოქტომბერში სამხრეთ ღაზაში მოკლეს.

ცალკეული ინფორმაციით, კიდევ ერთი ძმა, ზაქარია სინვარი, შაბათს ღამით ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი