"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს

გამოქვეყნდა:

კახეთის რეგიონში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 43 წლის მამაკაცი დააკავეს

"მთავარის" ინფორმაციით, მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან გაყვანილია. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის,  პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდზე მამა თითქმის 1 წლის განმავლობაში ძალადობდა. მას გოგონა იმ მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში დაჰყავდა, სადაც თავად იყო დასაქმებული. 

არსებული ვერსიით, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედასაც, რომელსაც კაცი მოკვლით ემუქრებოდა. ბავშვმა მომხდარი საკუთარ დეიდას უამბო, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.

როგორც შსს-დან "მთავარს" განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი