ჯგუფური თავდასხმა თუ უბედური შემთხვევა - გორში პირველი ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, ზვიად ჯანიაშვილი, მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ჯარისკაცი 10 წელზე მეტია მსახურობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯგუფურად სხვა ჯარისკაცები გაუსწორდნენ და ნაცემი გარეთ დატოვეს. მეორე ვერსიით, კი ის თავად გადმოვარდა ხიდიდან და მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახის წევრები არცერთ ვერსიას არ გამორიცხავენ.
2 საათზე დავრეკე, სახლში რომ არ მოვიდა. როცა აიღო ტელეფონი პოლიციაში დარეკა და უთხრა, რომ ვერ ხვდებოდა სად იყო. არ ვიცი რა მოხდა. ორნი წავიდნენ ერთად, დაბადების დღის აღსანიშნად. შეიძლება თვითონ ჩავარდა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ადგილი არაა, რომ ესეთი დაზიანებები მიეღო, - ამბობს ოჯახის წევრი.
40 წლამდე კაცს ხერხემალი აქვს გატეხილი. ჯარისკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.