"ფურცელზე რაღაც რომ დაწერეთ, მსგავსი რამ თუ განმეორდება, დატოვებთ დარბაზს!" | მოსამართლე ახობაძეს

გამოქვეყნდა:

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია პოლიტპატიმარ გიორგი ახობაძეს სასამართლო დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა - "ფურცელზე რაღაც რომ დაწერეთ, მსგავსი რამ თუ განმეორდება, დატოვებთ დარბაზს!"  მიმართა ჯინჯოლიამ ახობაძეს, რომელმაც უპასუხა, რომ მოწმეთა მხრიდან ნაკლები ტყუილების მოსმენა უკეთესი იქნებოდა - "ნაკლებ ტყუილებს რომ ვისმენდეთ, უკეთესია" - აღნიშნა ახობაძემ.

სწორედ ცრუ მოწმეების მისამართით იყო დაწერილი ის, რაც ახობაძემ დღევანდელი პროცესის დროს აჩვენა. 

ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი