ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის უსაფრთხოება - "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი"

გამოქვეყნდა:

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" მარნეულის ინციდენტს ეხმაურება და ხელისუფლებას მიუკერძოებელი და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს დეტალური გამოძიება ხუთ ჟურნალისტზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს, რომ მედიის ყველა წარმომადგენელმა უსაფრთხოდ შეძლოს საკუთარი მოვალეობების შესრულება“, - წერია კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მარნეულში თავს დაეხსნენ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს; ინციდენტისას დაზიანდა არხის ტექნიკაც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი