ვარკეთილში ავტოსადგომიდან მიკროავტობუსის გატაცებასთან დაკავშირებით შსს-მ ორი პირი დააკავა, "მთავარის" ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
მიკროავტობუსის გატაცებისას დაზიანდა ავტოსადგომზე გაჩერებული 4 ავტომობილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.