„თბილისი მოლთან“ გზის ბლოკირების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და კიდევ 7 პირი წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების - გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუპატაძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.
ცნობისთვის, ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.