"თბილისი მოლთან" გზის ბლოკირების საქმეზე არსებითი განხილვა 3 ივნისს დაიწყება

გამოქვეყნდა:

„თბილისი მოლთან“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმის არსებითი განხილვა 3 ივნისს 13:00 საათზე დაიწყება. ირაკლი წიგნაძის, ირაკლი ტაბატაძის, ნიკა კუტუბიძის, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილის, ალექსანდრე გოგოლაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის და გიგი უგულავას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა.

ცნობისთვის, ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი