ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატებმა მისი სურვილის თანახმად სასამართლო პროცესი დატოვეს. როგორც ადვოკატებმა განმარტეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ვერ ხედავს დარბაზში მისი ადვოკატების ყოფნის აზრს, რადგან სასამართლომ მისი ინტერესების დამცველების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროცედურულად ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატი უნდა დაენიშნოს. მოსამართლე ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.
ზურაბ ჯაფარიძემ მოსამართლის მიერ პროცესის დასაწყისში უფლებების განმარტებისას ხსენებული “დაცვის უფლება” მოითხოვა და მოსამართლეს მიმართა, დაუნიშნონ ადვოკატი.
"2 შუამდგომლობა დამიტოვეს და არ ვიცი, როგორ დავაყენო, ამიტომ გთხოვთ, როგორც დასაწყისში განმიმარტეთ, გამომიყოთ ადვოკატი." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.