ადვოკატების მიერ სასამართლო პროეცესის დატოვების შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით ქმედება პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდა.
დარბაზში დამსწრე იურისტმა ქეთი ჩომახაშვილმა ჯაფარიძის ადვოკატობის სურვილი გამოთქვა, რაზეც თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძისგანაც თანხმობა მიიღო. ქეთი ჩომახაშვილმა სასამართლოს მიმართა, რომ პროცესი გადადებულიყო, რათა საქმის მასალებს გაცნობოდა. რაზეც მოსამართლის პასუხი იყო, რომ რადგან გაჭიანურებისკენ იყო მიმართული ქმედება ის უარს ამბობს, როგორც სახაზინო ადვოკატზე, ასევე საქმის გადადებაზე. თუმცა ქეთი ჩომახაშვილს უფლებას აძლევდა ადვოკატის რანგში დასწრებოდა პროცესს.
ზურაბ ჯაფარიძის ინტერესების ამ პირობებში დაცვაზე ქეთი ჩომახაშვილმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას დარბაზი დაატოვებინა.
შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან.