ლონდონის სასამართლო ივანიშვილისა და Credit Suisse Life შორის $607-მილიონიან დავას 16-19 ივნისს განიხილავს

გამოქვეყნდა:

ლონდონის სასამართლო (JCPC) ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse Life (Bermuda) შორის 607 მილიონი დოლარის ღირებულების დავას 16-19 ივნისს განიხილავს.

Credit Suisse Life (Bermuda) Ltd -ის საჩივარს ბიძინა ივანიშვილთან ერთად კიდევ 6 მოპასუხე ჰყავს: ეკატერინე ხვედეიძე, ცოტნე ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, შპს Meadowsweet Assets და შპს Sandcay Investments.

ლონდონის სასამართლოლში საქმის განხილვის თარიღის ჩანიშვნას სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე ეხმიანება და ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გავლენებზე წერს.

"ივანიშვილის დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემთხვევაში მას ეს თანხა გაეყინება, თუნდაც ლონდონის სასამართლოში მოიგოს." - აცხადებს აბესაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი