სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფოს მძღოლს დაუდგინდა

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფოს მძღოლს დაუდგინდა. "მთავარის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, დაინფიცირებულ პირს, ოჯახის წევრების გარდა, სამსახურეობრივი კონტაქტი მედ-პერსონალთანაც ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლს სიმპტომები არ ჰქონია და მისი დაინფიცირების შესახებ გეგმიური ტესტის ნიმუშის აღების შემდეგ გახდა ცნობილი.

დაინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პერსონალი კი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 59 პირს დაუფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი