„პუბლიკის” ჟურნალისტი "გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ „პუბლიკის” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია 5000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 3 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

ჟურნალისტი ამ დროს (მანამდეც და მომდევნო პერიოდშიც) პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მუშაობდა, და რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ აქციას აშუქებდა. 

"მარიამ ქავშბაიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები - ამ დღეს მის მიერ გადაღებული ფოტომასალა - „პუბლიკის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული მასალები მისი ავტორობით. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, როგორ მუშაობს ჟურნალისტი აქციის მიმდინარეობისას. მიუხედავად ამისა სასამართლომ მარიამი, რომელიც ამავდროულად სტუდენტია, 5 000 ლარით დააჯარიმა." წერს "პუბლიკა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი