შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურა მას 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბე ქვე პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც 14 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკას" ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

კაცი გუშინ, 22 მაისს დააკავეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი