სუს: მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღეს". 

როგორც სუს-ი წერს, გადაუდებელი ჩხრეკა  მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

"გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება." ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი