დაკავებულია პედოფილი, რომელიც TikTok-ის გამოყენებით მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა - ინფორმაციას "საფარი" ავრცელებს. ორგანიზაციას ბავშვის დედამ მიმართა:
"ბავშვთან შეხვედრის მერე გამოიკვეთა და დაზუსტდა, რომ ადგილი ჰქონდა სქესობრივ დანაშაულს, კერძოდ გარყვნილ ქმედებას. სრულწლოვანი პირი გაეცნო არასრულწლოვანს , 14 წელს მიუღწეველ მცირეწლოვანს, როგორც მისი თანატოლი. შევიდა მასთან ნდობაში და აგზავნინებდა ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას. უგზავნიდა თვითონაც და აიძულებდა სხვადასხვა ქმედების განხორციელებას. " აცხადებენ "საფარში".
პირის იდენტიფიცირების შემდეგ, გატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ პირი იყო სრულწლოვანი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული აღნიშნულ პირს სხვა არასრულწლოვანი მსხვერპლებიც ჰყავდეს.
პედოფილიაში ბრალდებული კაცი დაკავებულია. 21 მაისს მას აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. კაცს 8-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.