ავტოსახელოსნოდან BMW X6 გაიტაცეს | შიდა ქართლში 24 წლის პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შსს-ს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2001 წელს დაბადებული გ.ჯ. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც მეპატრონემ შესაკეთებლად ავტოსახელოსნოში დატოვა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ.ჯ-ს თან აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „BMW X6"-ის მარკის ავტომობილის გასაღები, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად მან თბილისში არსებულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიუთითა, სადაც გატაცებულ ავტომობილს მალავდა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მისაკუთრებული ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს." აცხადებს შსს.

სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი