თავდასხმა ჯარისკაცზე - დაშავებული კონფლიქტს უარყოფს, შემთხვევის ადგილზე კი სისხლის კვალია

გამოქვეყნდა:

ჯარისკაცს, რომელიც გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მძიმე მდგომარეობაში იპოვეს, გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, სავარაუდო თავდასხმის საქმეზე გამოძიება კი ძალადობის მუხლით დაიწყო. იმ ადგილიდან, სადაც 40 წლამდე მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს, უკვე ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ჩანაწერებში, ჩანს, როგორ გადაადგილდება ჯანიაშვილი თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ამ დროს მოხდა მათზე თავდასხმა, ჯარისკაცის თანმხლები პირი კი მიიმალა. 

ზვიად ჯანიაშვილზე თავდასხმის მოტივი და ის, თუ რა უძღოდა წინ კონფლიქტს, ამ დრომდე გაურკვეველია. ერთერთი ვერსიით, მას სხვა ჯარისკაცები გაუსწორდნენ, სხვა ვერსიით კი ხიდიდან თავად გადავარდა. მამაკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 10 წელზე მეტია მსახურობს, ხერხემალი აქვს გადატეხილი და ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. 

მომხდარს ოპოზიცია აფასებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ჯარისკაცს სხვა ჯარისკაცები გაუსწორდნენ, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

 

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი