"24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, 2 დღე თვალახვეული მატარეს - შემდეგ "აირზენას" თვითმფრინავში ჩამსვეს და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში" | ბაჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. 

ბაჩიაშვილი პროცესზე სიტყვით გამოვიდა და მისი გატაცებისა და დაკავების დეტალებზე ისაუბრა: 

"არანაირად არ ვარ დამნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიკაცია. დღეს ვარ ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი. დღეს მინდა ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ - რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ აირზენას თვითმფრინავში ჩამსვეს და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.

საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებებით, თუმცა ამ შემთხვევაში, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელი საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს ნამდვილად აჯობა თავის თავს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ტყუილები უთხრეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ჩემს მიმართ ასეთი მოქმედება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეგიყვანეს და გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ რომ ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში.

გთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. ყველა დეტალს გამოძიებას შევატყობინებ, იმიტომ არა, რომ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებას დავანახოთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ... წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ, ყველას გასაგონად ვამბობ", - თქვა ბაჩიაშვილმა. 

26 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი  წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი