ფრანგი ექსპერტის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის საქმეში შსს-ს მიერ ვიდეომტკიცებულებებით მანიპულირება დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე 19 ივნისისათვის გადადო.

მზია ამაღლობელის ადვოკატების განმარტებით, სხდომის გადადების მიზეზი გახდა ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის საქმეში ვიდეომტკიცებულებებით მანიპულირება დადასტურდა.

18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარი ჯარიმა დააკისრა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, მოსამართლე დაეყრდნო ე.წ. ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, როგორც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პატიმრობამდე გადაღებული ვიდეო.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე დავობდა, რომ ორი 18-წამიანი ვიდეო გადაღებული იყო არა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე, არამედ მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი პატიმრობიდან გათავისუფლდა. კვალიფიციურმა ექსპერტიზამ დაცვის მხარის სიმართლე დაადასტურა.

მზია ამაღლობელი პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მზია ამაღლობელი მალევე დააკავეს სისხლის სამართლის წესით. ოქმში მის დაკავების დროდ მითითებულია 12 იანვარი 00:52 საათი.

ვიდეო, რომელიც შსს-მ ადმინისტრაციულ საქმეზე წარადგინა, როგორც თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე. 

მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ ექსპერტიზა საფრანგეთში ჩაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი