სტუდენტს, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტის და "ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვდა.