"უდიდესი სურვილია თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის აცილების სისტემიდან, ჯანდაბისკენ" | საქალაქოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

გამოქვეყნდა:

"უდიდესი სურვილია თქვენი, ყველასი, უბრალოდ შესაძლებლობა არ არის. თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის. ამ პროცესიდან არა, ზოგადად სისტემიდან, ჯანდაბისკენ" - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლის შეკითხვას, ხომ არ ჰქონდა მოსამართლის აცილების სურვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკა მელიაც, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დღეს კი, იზოლატორიდან პროცესზე გადაიყვანეს. 

მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა მან გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც, პროკურატურა დღეს, სავარაუდოდ, აღკვეთის შეცვლას და დაპატიმრებას მოითხოვს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი