2-3 კვირაში საქართველოში შემოვა „რემდესევირი" - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2-3 კვირაში საქართველოში პრეპარატი "რემდესივერი" შემოვა, რომელიც ამ დროისათვის კორონავირუსის სამკურნალოდ ყველაზე საიმედო საშუალებაა.

სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, „რემდესევირს“, რომელიც არაა დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედის მომცემად, იმდენად რომ ამერიკაში ეს მედიკამენტი ჯერ საკმარისი რაოდენობით არ უწარმოებიათ და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა „რემდესევირი“ და ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ - ამბობს ცერცვაძე. 

მისივე თქმით, პრეპარატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტი ბავშვებში დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფექცია მათაც ისევე ემართებათ, როგორც ზრდასრულ ადამიანებს 

"თავიდან იყო ასეთი შეხედულება, რომ ბავშვებს იშვიათად ემართებათ, თორემ ბავშვებს ჩვეულებრივად ემართებათ როგორც მოზრდილებს. უბრლაოდ, მათში მსუბუქად მიდის" ამბობს ცერცვაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი