"ვაკეთებთ განცხადებას, რომ დაკავებისას ადგილი ჰქონდა ნიკა მელიაზე არაადამიანურ მოპყრობას, ვალდებული ხართ გამოიკვლიოთ" | ნიკა გვარამია მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია და მისი დაცვის მხარე სასამართლოსგან მოითხოვს, დაინტერესდეს გუშინ, მელიას გატაცების საქმის გარემოებებით. შესაბამისად, ნიკა გვარამიამ მოსამართლის წინაშე შუამდგომლობა დააყენა: 

"ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას დაკავებისას ნიკანორ მელიაზე. 191-ე პრიმა მუხლია, რომელიც განგისაზღვრავთ ვალდებულებას, იმიტომ, რომ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება საკითხი, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ეს საკითხი და მიმართოთ შსს-ს , პენიტენციურ დაწესებულებას და პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით" - მიმართა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს ნიკა გვარამიამ. 

საქალაქოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობენ. პროკურატურა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მელიასთვის დაკისრებული გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი