68 წლის მამაკაცი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 9 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ძალადობის ფაქტიდან ორი კვრის შემდეგაც დაკავებული არ არის. დაზარალებულის ოჯახი ფიქრობს, რომ მას ხელს აფარებენ.
9 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ბავშვის მონათხრობიდან გაიგო. გოგონამ დედას უამბო, რომ კაცმა, რომელიც მათი მეზობელია და სახლში დაბრუნებისას კარის გაღებაში დაეხმარა, მასზე იძალადა.
დედის თქმით, ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. მან მეზობელთან სიმართლის გარკვევა თავად სცადა, მაგრამ სავარაუდო მოძალადემ ამის შემდეგ პოლიციას მიმართა და 9 წლის გოგონას ოჯახი ცილისწამებაში დაადანაშაულა.
იმის გამო, რომ სავარაუდო მოძალადე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია, დაზარალებულის ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად ჭიანურდება.
დაზარალებულის ოჯახმა დახმარებისთვის ორგანიზაცია "საფარსაც" მიმართა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ტიპის დანაშაულებების გამოძიება სისტემური პრობლემების ან სტერეოტიპული აზროვნების გამო არ ხდება.