აჭარაში პატარა უჰანი მოეწყო...ნორმალურ ქვეყანაში ეს ექიმები ლიცენზიას დაკარგავდნენ - კავკასიძე

გამოქვეყნდა:

აჭარაში პატარა უჰანი მოეწყო - ამ განცხადებას​ რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი გიორგი კავკასიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "ღამის მთავარში" კორონავირუსის მომატებულ შემთხვევევბზე საუბრისას აკეთებს.

კავკასიძე ამბობს, რომ ექიმები გარდაცვლილი პაციენტების პერსონალურ მონაცემებს გასცემენ, რაც სამედიცინო ეთიკას ეწინაარმდეგება და ნორმალურ ქვეყანაში, ისინი სამედიცინო ლიცენზიებს დაკარგავდნენ:

იძახიან ქალბატონი რომელიც იყო 61 წლის აწუხებდა დიაბეტი, საშვილოსნოს გარე ორსულობა...რაღაც სისულელეებს ამბობენ, ეს არის პერსონალური ინფორმაციის გათქმა და მავნებლური კომუნიკაცია რათ მათ დაამყარეს საზოგადოებასთან...პაციენტის პირადი ინფორმაციის გათქმაზე ნორმალურ ქვეყანაში ეს ექიმები ლიცენზიას დაკარგავედნენ" ამბობს კავკასიძე.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ჰუბაის პროვინციაში, ქალაქი უჰანის იყო პირველი, სადაც 2019 წლის ბოლოს, ჯერ კიდევ უცნობი ვირუსი გამოვლინდა. პირველწყაროდ ქალაქის ერთ-ერთი ბაზარი დასახელდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი