დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსი უწყებაში, რომელიც პანდემიას ებრძვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთ-ერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა. 

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ადასტურებს და ამბობს, რომ პაციენტი უსიმპტომო იყო. ირკვევა, რომ ინფიცირებულს ცენტრის დაახლოებით 50 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეული და დატესტილია, მათ შორის ტესტი ჩაუტარდა თავად გამყრელიძესაც. არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი