
კორონავირუსით საქართველოში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stop.cov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 62 პაციენტია.
ინფორმაციის განახლებამდე კი ეს რიცხვი 58 იყო.
შეგახსენებთ, დღეს ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა