აჭარა ინფიცირების მაჩვენებლით ისევ პირველობს-დაავადებულთა რაოდენობა იზრდება თბილისშიც

გამოქვეყნდა:

508 ახალი ინფიცირებულიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაში ფიქსირდება. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აჭარაში ინფიცირების მაჩვენებლი ოდნავ შემცირდა, თუმცა, რეგიონი ისევ წითელ ზონად რჩება. ენდელაძის თქმით, შემთხვევები იმატებს - დედაქალაქში.

  • აჭარა - 259 შემთხვევა
  • თბილისი - 111 შემთხვევა
  • იმერეთი - 91 შემთხვევა
  • სამეგრელო - ზემო სვეანეთი- 25 შემთხვევა
  • გურია - 8 შემთხვევა
  • ქვემო ქართლი და მცხეთა მთიანეთი 5-5 შემთხვევა
  • შიდა ქართლი და კახეთი 2 -2 შემთხვევა

მარინა ენდელაძის თქმით, ამჟამად 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ორი გარდაცვლილი არის აჭარიდან, 65 წლის ქალი და 70 წლის კაცი, რომლებსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

ერთი გარდაცვლილი - 83 წლის პაციენტი თბილისიდანაა, ხოლო ერთი - 88 წლის პაციენტი თერჯოლიდან.

ის კლინიკა "თერჯოლამედში" მკურნალობდა და როგორც კლინიკის დორექტორი დავით სარიშვილი ამბობს, ქალი საავადმყოფოში ბათუმიდან გუშინ შეიყვანეს. შეყვანიდან ცხრა საათში ის გარდაიცვალა.

სარიშვილის თქმით, ინფიცირებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა  და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო . 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი