დაკარგული ილია ფილფანის მშობლები ინფორმაციისთვის 50 000-ს იხდიან

გამოქვეყნდა:

13 წლის  ილია ფილფანის ოჯახი ფულად ჯილდოს აწესებს. იმ შემთხვევაში,  თუ დაკარგული მოზარდის შესახებ ფილფანებს ვინმე ინფორმაციას მიაწვდის, ოჯახი მზად არის 50 000 ლარი გადაიხადოს. 

თუ კი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს - 30 000 ლარის ოდენობით - აცხადებენ დაკარგული მოზარდის მშობლები

სვანეთში გაუჩინარებულ  მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ.  ინფორმაცია საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ვებგვერდზე  - დაკარგულ პირთა სექციაში უკვე  გამოქვეყნებულია.

13 წლის ილია ფილფანი სოფელ ლენჯერიდან 18 ივლისს გაუჩინარდა. ბავშვი  სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი