
პრემიერმინისტრი ამბობს, რომ გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ შეჩერდება და არჩევნებიც ჩატარდება- თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები პირბადით და დისტანციის დაცვით - ამბობს გიორგი გახარია.
მისივე თქმით, "ზოგიერთი ვაი ექსპერტის" მოწოდების მიუხედავად, პროცესი შეფერხების გარეშე ჩაივლის.
საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პროცესი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაჩერებთ, მიუხედავად, ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა. ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით, არის პრიორიტეტი - ამბობს გახარია.
მთავრობის მეთაური პასუხისმგებლობას ეპიდვითარებაზე მოქალაქეებს აკისრებს და მოუწოდებს დაიცვან წესები. გახარია ამბობს, რომ პანდემიის 7-8 თვიანი პერიოდის მანძილზე პირბადის, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვაზე ეფექტური ვერაფერი მოიძებნა.
გახარიას თქმით, საქართველო ამ ეტაპზე ისევ მწვანე ზონაშია.
რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, პრემიერი ამბობს, რომ ეს არის ტესტირება, სწრაფი გამოვლენა ვირუსის და მისი მართვა.