
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია საწოლფონდების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ პაციენტების მოსათავსებლად ახალი ადგილები კი არ უნდა შეიქმნას, კონკრეტულმა კლინიკებმა უნდა გამოათავისუფლონ არსებული რესურსი. გახარია ოპონენტების კრიტიკასაც პასუხობს და მათ ურჩევს, "ან წიგნი აიღონ, ან კალკულატური" და ნუ აქცევენ კოვიდპანდემიას პოლიტიკურ თემად.
5 000 საწოლი ადგილი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის - ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ. ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს. როდესაც ვამბობთ, რომ 5 000 ადგილი გვჭირდება პაციენტების სამკურნალოდ, ეს ნიშნავს, კონკრეტულმა კლინიკამ უნდა გამოათავისუფლოს ადგილები. კალოიანი რომ ლაპარაკობს საწოლფონდებზე, ის ეპიდემიოლოგია, თუ პოლიტიკოსი? როდესაც "ვაიექსპერტები" ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკური გახადონ, სრულიად მიუღებელია, - ამბობს გიორგი გახარია.
ამასთან, პრემიერმინისტრი ფიქრობს, რომ ექსპერტები, ნაცვლად საკითხის პოლიტიზირებისა, გლობალური გამოწვევის დროს, ცოდნით, რჩევით უნდა ეხმარებოდნენ ქვეყანას. ამის საწინააღმდეგოდ, გახარიას თქმით, სანამ სხვები პანდემიას პოლიტიკური მიზნებით იყენებენ, "ოცნება" "სწავლობს, კითხულობს და თანაც, კარგი მასწავლებლები ჰყავთ".