ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ გამოძიებას რუკები დაუმალეს - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ინფორმაციით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებიც დავითგარეჯის საქმეზე დააკავეს,  სამთავრობო კომისიის წევრებს ინფორმაცია დაუმალეს. საუბარია 1938 წლის რუკაზე, რომელიც, როგორც პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს, გამომძიებლებმა ნატალია ილიჩოვას კაბინეტში აღმოაჩინეს:

მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი-ს სამუშაო კაბინეტში - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მელაშვილსა და ილიჩოვას საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, ევალდებოდათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების ჩატარება, შესაბამისი რუკების მოძიება, მათი ანალიზი და საზღვრის ამსახველი რუკის შედგენა, თუმცა, როგორც პროკურატურა ამბობს, მელაშვილმა და ილიჩოვამ ეს არ გააკეთეს და პროცესში არც სხვა კარტოგრაფები ჩართეს:

ი.მ.-მ და ნ.ი.-მ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან - აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების ინფრომაციით, "ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად" შეიქმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების - 3 500-მდე ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე.

პროკურატურის განცხადება ვრცლად

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი