
კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს. მერიის ააიპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი კორონავირუსის სიმპტომებით, ინფექციურ საავადმყოფოში შევიდა, მას ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითია. დაინფიცირების წყარო უცნობია, ასევე ზუსტდება კონტაქტები.
მერიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ბოლო დღეებში მერიაში არ დადიოდა.
ქუთაისის მერიაში კორონავირუსი 5 ოქტომბერსაც დადასტურდა. ინფიცირებულია საბინაო სამსახურის თანამშრომელი