
ახალი პროტოკოლის მიხედვით კოვიდინფიცირებულის კონტაქტი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში. განცხადება ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულის კონტაქტის ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება და 12 დღიან იზოლაციაში გადავა, 12 დღის შემდეგ კი, თუ მას სიმპტომები არ გამოუვლინდება, ტესტირების გარეშე გათავისუფლდება იზოლაციიდან.
თუ 12 დღის შემდეგ, იზოლაციაში მყოფ პირს, სიმპტომები არ გამოუვლინდება, მაშინ ის ყოველგვარი ტესტის გარეშე იქნება თავისუფალი, მაგრამ იმ შემთხვევაშ თუ იზოლაციაში მყოფ პირს მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდება, აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს - ამბობს ამირან გამყრელიძე.