დღეიდან, მცხეთის სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდის არსებით განხილვას იწყებს.
სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ და მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით პოზიციების გამყარებას შეეცდებიან.
დაკავებულების ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ შაქარშვილის მკვლელობას პროკურატურა ვერცერთ ბრალდებულს ვერ დაუმტკიცებს, რადგან საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ დევს.
პროცესზე პოზიციის დაფიქსირების უფლება ბრალდებულებსაც აქვთ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეცდება თუ არა, რომელიმე დაკავებული საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.
მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს - ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.