
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური ვითარების გამო, მთავრობამ რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
დღეს ჯანდაცვის სისტემა არის იმ მდგომარეობაში, რომ ეს ტალღა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ვმართოთ. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და სწრაფად მოხდეს მისი კავშირების დადგენა, რაშიც უკვე შესაბამისი სხვა სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? - სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება. ახლა შევდივართ მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას, - ამბობს გახარია
თენგიზ ცერცვაძემ ამბობს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდა დაიწო და თუ მთავრობა და ექიმები ამაზე რეაგირებას არ მოახდენს, ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს, იმ ძალიან კარგ პოზიციას, როგორზეც ახლა იმყპოფება ქვეყანა.
რეანიმატოლოგთა ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა უნდა მართოს. ცვლილებების მიღება მთავრობამ covid 19-ის პანდემიის მეორე ტალღის შედეგად მიღებული პრობლემების გამო გადაწყვიტა.