
თბილისის საქალაქო სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
ცნობილია, რომ ივერი მელაშვილი გირაოზეც უარს ამბობს, ხოლო ნატალია ილიჩვას ადვოკატი მის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითოხვს.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
მელაშვილი და ილიჩოვა პროკურატურამ გუშინ, 7 ოქტომბერს, ე.წ. დავითგარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავა.