ივერი მელაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი ჩვენება მამა კირიონმა მისცა - პროცესი საქალაქოში

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორი ამბობს, რომ მტკიცებულებებს შორის არის მამა კირიონის ჩვენება. პროკურორის მტკიცებით, სასულიერო პირი ამბობს, რომ ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობდნენ.

უკვე რამდენიმე საათია საქალაქო სასამართლოში მელაშვილისა და ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთზე მსჯელობს. 

დაცვის მხარე პროცესის გადადებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო, პროკურატურა კი დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გარდა ამისა, ივერი მელაშვილი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებასაც არ აპირებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს,. ბრალს არ აღიარებს არც ილიჩოვა.

სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ისინი დაკავებულებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურია და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების დაკავება წინასაარჩევნოდ მხოლოდ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების, უფრო კონკრეტულად კი მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ახალი საქმის აღძვრას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი