ქართველმა გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრების "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიიდან გაამხნევეს. ქომაგებმა ფეხბურთელები სტადიონზე პიროტექნიკითა და შეძახილებით შეაცილეს და ტერიტორია მატჩის მიმდინარეობის დროსაც არ დატოვეს.
შეძახილები არ წყდება გამარჯვების შემდეგაც. გულშემატკივრები გამარჯვებული ფეხბურთელების დასახვედრად მიემართებიან.
UEFA-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაზე საქართველომ ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის ტრანსლაცია „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძემ მოაწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ შეხვედრაზე უეფას მიერ ნებადართული მაყურებლების 30%-ის დაშვებაც აკრძალა.