19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სასამართლო პროცესი იწყება ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში. პროცესზე მხარეები ნაფიცი მსაჯულების საკითხზე საბოლოო პოზიციას დააფიქსირებენ. ერთ-ერთი ბრალდებული არჩილ გაგნიძე სავარაუდოდ დათანახდება, იმას რომ გახმაურებულ საქმეზე ნაფიცმსაჯულებმა იმსჯელონ.
მოსამართლე განუმარტავ 4 სრულწლოვან ბრალდებულს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს დებულებებს, ამის შემდეგ ამ 4-მა პიროვნებამ უნდა აირჩიოს მათი საქმე განიხილოს ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ თუ არსებითად სასამართლოს გადაეცეს. გაგნიძის ადვოკატები მეტწილად ვემხრობით, რომ საქმე ნაფიცმსაჯულებს გადაეცეს, - თქვა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.
პროცესს ბრალდებულები - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი დაესწრებიან. ტოიოტა კამრის მგზავრები სასამართლო დარბაზში თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ.
დაკავებულ ბარბაქაძისა და ტატიაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდებიან, რადგან მათი დაცვისქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან.
რევაზიშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ და საქმის ნაფიცმსაჯულებისთვის გადაცემას მხარს დაუჭერენ.
დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ნაფიცმსაჯულებზე ბრალდებულების შუამდგომლობას.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.
მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს - ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.