
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 9 ოქტომბერს, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 190 აჭარიდანაა 179 კი, თბილისიდან.
საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა, 190 ახალი შემთხვევაა, სამწუხაროდ მოიმატა თბილისმა 179 ახალი დადასტურებულია, იმერეთში 91, ქვემო ქართლში 28, შიდა ქართლში 10, კახეთში 11, მცხეთა-მთიანეთში 3, გურიაშიც 3 და სამცხე-ჯავახეთში 1, - თქვა მარინა ენდელაძემ.
ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის კრიტიკულად მძიმეა 63 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 9 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი 1 კი, ცხინვალიდან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დამატებით გარდაიცვალა 6 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.