
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 9 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან 3 აჭარიდანაა.
გუშინ გარდაიცვალა 6 პაციენტი, 1 გახლავთ გორში, 58 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით, ბათუმში არის 68 წლის, ქობულეთში 55 და 61 წლის ქალბატონი და ქუთაისში 81 წლის ქალი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი მძიმე პნევმონია, - თქვა მარინა ენდელაძემ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 გარდაცვლილი პაციენტი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. მათგან ერთი 55 წლის ქალი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს დიაგნოზით: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები. პაციენტი 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, 61 წლის ქალი საავადმყოფოში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს დიაგნოზით: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, 4-ხარისხის სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადებები. პაციენტი 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დამატებით გარდაიცვალა 6 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.